ისტორია

თუ გაინტერესებთ საქართველოს ისტორია, გეტყვით, რომ ეს ქვეყანა თავად არის ერთი დიდი ისტორია. გასაოცარია, როგორ მოახერხა დღემდე მოსვლა ერმა, რომლის დაპყრობაც სხვადასხვა დროს მსოფლიოს ყველა დიდმა იმპერიამ სცადა. ყველაფრის მიუხედავად ქართველები საბოლოოდ ყოველთვის ახერხებდნენ ქვეყნის შენარჩუნებას. იყო პერიოდები, როდესაც ერთდროულად რამდენიმე უზარმაზარი სახელწიფო იბრძოდა საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად. ამის მთავარი მიზეზი იყო ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მთავარ სავაჭრო მაგისტრალზე - აბრეშუმის გზაზე.
დმანისელი ჰომინიდები
საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ადამიანთა ცხოვრების ფაქტს ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. აქ აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები 1.8 მილიონი წლისაა და უძველესია მთელი ევროპის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ პირველი ევროპელის სამშობლო სწორედ საქართველოა.
ბერძნების ერა
სახელმწიფოს პირველი ნიშნები საქართველოში ჯერ კიდევ ძვ.წ. II ათასწლეულში გაჩნდა შავი ზღვის სანაპიროზე. აქ მდებარეობდა ლეგენდარული მეფე აიეტის მდიდარი კოლხეთის სამეფო. ცნობილი ბერძნული მითის „არგონავტების“ გმირები სწორედ ამ პერიოდში ესტუმრნენ საქართველოს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. ეს ამბავი დაკავშირებულია საქართველოში ოქროს მოპოვების წესთან. მთის მდინარეებში ქართველები ცხვრის ტყავით ფილტრავდნენ შლამიან წყალს და ოქროს მოიპოვებდნენ.
რომაელები
სპარსეთის დაიმორჩილების შემდეგ, რომაელებმა თვალი საქართველოსაც დაადგეს და ძვ. წ. 66 წელს აქ სახელგანთქმული გენერალი პომპეუსი გამოგზავნეს. საქართველოში დღემდე არსებობს პომპეუსის მიერ აშენებული ხიდის ნანგრევები. მალე მთელი კავკასია მოექცა რომაელთა ბატონობის უღელში, მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა და ჩვ. წ. აღ-მდე I საუკუნეში საქართველო უკვე განიხილებოდა, როგორც მოკავშირე და არა დაქვემდებარებული სახელმწიფო.
ქრისტიანობის მიღება
საქართველო იყო მეორე ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ახალი რელიგია ქვეყანაში 337 წელს წმ. ნინო კაბადოკიელმა შემოიტანა. ქრისტიანობის მიღებამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ქვეყნის სამომავლო განვითარება, რამდენადაც ამ ნაბიჯით საქართველომ საკუთარი ბედი დასავლურ ცივილიზაციას დაუკავშირა და პოლიტიკურ-კულტურული გეზი ჯერ რომისკენ, მოგვიანებით კი მთელი ევროპისკენ აიღო.
არაბთა ბატონობა
645 წელს არაბთა ჯარებმა ჩრდილოეთით ირანის გავლით ხელში ჩაიგდეს თბილისი და ქვეყანას ხარკი დააკისრეს. მე-10 საუკუნისთვის არაბთა ბატონობა დასავლეთ საქართველოში შესუსტდა. ამ პერიოდში ბიზანტიის იმპერია საგრძნობლად გაძლიერდა და იმპერატორმა ბასილ II-მ შეძლო საქართველოს დიდი ნაწილის განთავისუფლება არაბთა ბატონობისგან. მოგვიანებით აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო გაერთიანდაც მოხეხდა.
დავით აღმაშენებელი
მიუხედავად უკიდურესად რთული გეოპოლიტიკური მდებარეობისა, XII საუკუნეში საქართველომ შეძლო და მძლავრ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ეს პროცესი დავით აღმაშენებელს (1089-1125) უკავშირდება. ლეგენდარულმა მეფემ საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში ოქროს ხანის დასაწყისს. მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და საგანმანათლებლო რეფორმების გაატარების შემდეგ, 1096 წელს, მან თურქებს ხარკის გადახდა შეუწყვიტა. 1121 წლის 12 აგვისტოს 55 000 კაციანი არმიით მეფე დავითმა 300 000 თურქ-სელჩუკი დაამარცხა და ქვეყანა საბოლოოდ გაათავისუფლა მათი ბატონობისგან. საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანთა მიმართ ქრისტიანი მეფისაგან ჰუმანური მოპყრობა დღესაც ტოლერანტობის სტანდარტად განიხილება.
თამარ მეფე
თავისი განვითარების ზენიტს საქართველომ მიაღწია დედოფალ თამარის მეფობის პერიოდში (ის მოიხსენიება, როგორც მეფე, მისი განუსაზღვრელი ძალაუფლების გამო). ის დავით აღმაშენებლის შვილიშვილი იყო. მისი მეფობის წლები დაკავშირებულია საქართველოს კულტურულ აღორძინებასთან. ეს პერიოდი გამორჩეულია დიდი ეკლესია-მონასტრების აშენებით, ფრესკების მოხატვისა და ორნამენტული დიზაინის ხელოვნების განვითარებით. ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა ლიტერატურულ ტრადიციებს. გენიალურმა ქართველმა პოეტმა შოთა რუსთაველმა თამარ მეფეს მიუძღვნა თავისი ეპიკური პოემა „ვეფხისტყაოსანი”.
მონღოლები
საქართველო არის პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც მოექცა მონღოლი დამპყრობლების ხელში. მონღოლთა ჯარი დიდი ლიდერის, ტამერლანის (თემურ ლენგი) მეთაურობით, რვაჯერ შემოესია საქართველოს 1386-1403 წლებში. ამან უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის შემდგომ განვითარებას.
ირანელთა და თურქთა შემოსევებ
ირანელთა და თურქთა შემოსევები მე-16 საუკუნეში საქართველო აღმოჩნდა ორ გაფართოებად იმპერიას შორის. დასავლეთიდან ოტომანთა დინასტიის თურქები, აღმოსავლეთიდან კი - ირანელები ერთდროულად აცხადებდნენ პრეტენზიას საქართველოს დაპყრობაზე. კონსტანტინოპოლის დაცემამ გამოიწვია სავაჭრო გზების ცვლილება, რამაც ძლიერ დაასუსტა საქართველო და საფრთხის ქვეშ დააყენა მისი მომავალი. ირანის შაჰმა ოთხჯერ გაილაშქრა საქართველოზე, დაიპყრო თბილისი და ბევრი ქართველი ტყვებ ჩაიგდო. საბოლოოდ, სამეფო მოექცა ორივე დამპყრობლის გავლენის სფეროდ იქცა.
რუსეთის იმპერია
საქართველოს დიდი დრო დასჭირდა ფეხზე დასადგომად და XVIII საუკუნეში კვლავ მოხერხდა დამოუკიდებლობის მოპოვება. თუმცა მალევე, 1783 წელს, ირანისა და ოსმალეთისგან მომდინარე ახალი საფრთხის გამო საჭირო გახდა რუსეთ-საქართველოს მფარველობითი ტრაქტატის გაფორმება, რომლითაც რუსეთმა ფაქტობრივად შეიერთა საქართველო და საკუთარ გუბერნიად გამოაცხადა. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნა 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებით დამთავრდა. საქართველომ 3 წელი იარსება თავისუფლების პირობებში, ვიდრე 1921 წელს საბჭოთა წითელმა არმიამ ქვეყნის ანექსია მოახდინა. მრავალ ისტორიულ ქარტეხილში გამოვლილმა დაღლილმა, მაგრამ მაინც გადარჩენილმა ქვეყანამ 1991 წლის 26 მაისს საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ეს დღე ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულია. ამ პატარა ქვეყანამ შეძლო და გაუძლო ყველა სირთულეს, რაც მას ათასწლეულების მანძილზე თავს დაატყდა. ერთსულოვნებამ, რწმენამ და ბრძოლამ შედეგი გამოიღო და დღეს საქართველო თავისუფალი სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ამ დალოცვილ მიწაზე გატარებული ყოველი დღით, რადგან ვართ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერი - ერი, რომელსაც უყვარდა, უყვარს და ეყვარება თავისუფლება!

info@smiletravel.ge

  • SMILE TRAVEL GEORGIA © 2016 ყველა უფლება დაცულია.