რელიგია

დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მართლმადიდებლურ ქრისტიანობას ახორციელებს: ბერძნული მართლმადიდებლობა 65%; მუსულმანი 11%; რუსული მართლმადიდებელი 10%; სომეხი სამოციქულო 8%; კათოლიკეები, ბაპტისტები, ებრაელები (6%).

საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა: წმიდა ღვთისმშობლის დამატებაა. აქ ქრისტიანობა პირველად ქადაგებდა მოციქულებს ანდრია და სიმონ ქანაანელი. რწმენის თანახმად, ამ უკანასკნელის საფლავი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, უძველეს ნიქფსიაში.

როგორც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ ჩვ. წ. მეოთხე საუკუნეში მიიღო, დღეს საქართველო გამორჩეულია რელიგიური ტოლერანტობით და თავისუფლებით. აქ საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანაცხოვრობენ სხვადასხვა რწმენისა და აღმსარებლობის ადამიანები. მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. საქართველო იმ ერთეული ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც მართლმადიდებლური და კათოლიკური ტაძრები, სინაგოგები და მეჩეთები ერთმანეთის გვერდიგვერდ თანაარსებობენ.

ქვეყნის ყველა რეგიონში შეხვდებით ცაში აღმართულ უძველეს ქრისტიანულ ტაძრებს, რომელთა ხანდაზმულობა ათასწლეულს აჭარბებს და რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ირიცხებიან. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

სვეტიცხოველი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს თბილისიდან 20 კილომეტრში ისტორიულ ქალაქ მცხეთაში. ეს განსაკუთრებულად მისტიკური და წმინდა ადგილია, რადგან, როგორც ამბობენ, სწორედ აქ არის დამარხული ქრისტეს კვართი.
ჯვრის მონასტერი - VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, რომელიც მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით. აქედან გადაშლილი ხედი მტკვრისა და არაგვის შესართავზე საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობაა. ბაგრატის ტაძარი - XI საუკუნის დასაწყისში აშენებული ტაძარი, რომელმაც მტრის არაერთ შემოსევას გაუძლო მისი კონსტრუქციის განსაკუთრებული სიმყარის გამო. მდებარეობს რა ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე, იგი დღესაც ამაყად გადმოჰყურებს მთელს ქალაქს.
გელათის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრების მარგალიტი, დაარსებული ქალაქ ქუთაისის მახლობლად, XII საუკუნეში, ლეგენდარული მეფის - დავით აღმაშენებელის მიერ. შუა საუკუნეებში გელათი საქართველოს მთავარ რელიგიურ და საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.

info@smiletravel.ge

  • SMILE TRAVEL GEORGIA © 2016 ყველა უფლება დაცულია.